- პროექტის სახელწოდება:წყალი და ცოცხალი ორგანიზმები
- პროექტის მთავარი იდეა: გაეცნობიან წყლის მნიშვნელობას, ჩაატარებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
- პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ცოცხალი ორგანიზმებისთვის,თუ როგორ შეიძლება წყლის დაბინძურება დაიყვანონ მინიმუმამდე.
- პროექტის მიზნები:მოიძიონ ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ,ბინძურდება თუ არა ის და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ დაბინძურება,განავითარებენ კვლევა-ძიების,დაკვირვების,ანალიზისა და მსჯელობის უნარებს.ასევე გაუჩნდებათ წყლის რესურსებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.
- მონაწილეთა ასაკი:10-11
- ვადები/ხანგრძლივობა:5 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება მაკეტი,რომელზეც ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ წყლის დაბინძურება.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, მუყაოს ქაღალდი, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას,მეორე დაამზადებს მაკეტს, შემდეგ მოხდება ნამუშევრების შეჯერება და პრეზენტაცია, თემის წარდგენა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი
ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
· აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეულ უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
· გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით. - პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):გაბაძე ნათია
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:gabadzenatia1@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://gabadzenatia1.blogspot.com/
Friday, May 27, 2016
პროექტი:წყალი და ცოცხალი ორგანიზმები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment