Friday, May 27, 2016

პროექტი:წყალი და ცოცხალი ორგანიზმები

  1. პროექტის სახელწოდება:წყალი და ცოცხალი ორგანიზმები
  2. პროექტის მთავარი იდეა: გაეცნობიან წყლის მნიშვნელობას, ჩაატარებენ პრაქტიკულ სამუშაოებს.
  3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი ცოცხალი ორგანიზმებისთვის,თუ როგორ შეიძლება წყლის დაბინძურება დაიყვანონ მინიმუმამდე.
  4. პროექტის მიზნები:მოიძიონ ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ,ბინძურდება თუ არა ის და როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ დაბინძურება,განავითარებენ კვლევა-ძიების,დაკვირვების,ანალიზისა და მსჯელობის უნარებს.ასევე გაუჩნდებათ წყლის რესურსებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.
  5. მონაწილეთა ასაკი:10-11
  6. ვადები/ხანგრძლივობა:5 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება მაკეტი,რომელზეც ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ წყლის დაბინძურება.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, მუყაოს ქაღალდი, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას,მეორე დაამზადებს მაკეტს, შემდეგ მოხდება  ნამუშევრების შეჯერება და პრეზენტაცია, თემის წარდგენა.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.

         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·      აღწერს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეულ  უარყოფით შედეგებს, აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს მათი თავიდან აცილების საშუალებებზე; 

     ·      გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით.

  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):გაბაძე ნათია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:gabadzenatia1@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://gabadzenatia1.blogspot.com/